ეკოლოგიური კატასტროფები
ადამიანი ის პიროვნებაა რომელიც თავისი დაუდევრობით ეკოლოგიას ანადგურებს,მაგრამ ბუნებრივ მოვლენებს წინ ვერ აღვუდგებით.
გასულ წლებში მოხდა რამდენიმე მოვლენა, რომლებმაც ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო დედამიწის ეკოლოგია, პრაქტიკულად, კატასტროფის პირას მიიყვანა.
ყველაზე მასშტაბური კატასტროფა კუნძულ ჰაიტის 2010 წლის დაწყებისთანავე დაატყდა თავს.
2012 წელს წყალდიდობებმა ძალიან დააზარალა ჩინეთის მთელი რიგი პროვინციები და მნიშვნელოვანი ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია. თუმცა ამ ქვეყანაში წვიმები და წყალდიდობები სეზონურად სულ არის (ცხადია, სხვადასხვა სიძლიერით) და ამას ადგილობრივი მოსახლეობა შეგუებულია.
წელს დედამიწაზე ადამიანების დაუდევრობითა თუ ტექნიკური გაუმართაობით გამოწვეული ეკოლოგიური კატასტროფებიც მოხდა, რომლებიც კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქონიებს გავლენას ბუნებაზე, ფაუნასა თუ იმ ადამიანებზე, რომლებიც კატასტროფის ზონაში ცხოვრობენ.
ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ეკოლოგიური კატასტროფა მიმდინარე წლის აპრილში, მექსიკის ყურეში ნავთობის პლატფორმის აფეთქებამ და წყალში ნავთობის ჩაღვრამ გამოიწვია.
ბრიტანული კომპანია "ბრიტიშ პეტროლეუმის" ნავთობმომპოვებელ პლატფორმაზე (პლატფორა შვეიცარიულ "ტრანსოკეანს" ეკუთვნოდა, თუმცა მას იჯარით "ბი-პი" ამუშავებდა და ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებიც მან განახორციელა) 20 აპრილს აფეთქება მოხდა, 22 აპრილს კი ის მთლიანად ჩაიძირა. პლატფორმის მიწისქვეშა მილს დიდი ზომის ნაპრალი გაუჩნდა, საიდანაც წყალში დღეში 5 ათასი ბარელი ნავთობი იღვრებოდა. შესაბამისად მექსიკის ყურეში ნავთობის შემადგენლობა კატასტროფული ტემპებით იზრდებოდა. ავარიიდან რამდენიმე დღეში კი გაჩნდა საფრთხე, რომ ნავთობის მზარდი ლაქა ლუიზიანას სანაპიროს მიაღწევდა. 75 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის ლაქა ლუიზიანას, ალაბამას, მისისიპისა და ფლორიდას სანაპიროების ეკონომიკასა და ბუნებას სერიოზული ზარალით ემუქრებოდა.
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment