პრობლემები
ადამიანის საქმიანობის შედეგად დედამიწის ბუნებამ ბევრ ადგილას შეიცვალა პირვანდელი სახე.
კავკასიაში, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ რეგიონში, მეტად მწვავედ დგას ეკოლოგიური პრობლემები. მათ შორის აღსანიშნავია ატმოსფეროსა და წყლის რესურსების დაჭუჭყიანება, მინერალური რესურსების არარაციონალური გამოყენება, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება, პლაჟების გარეცხვა-დაშლა, მიწების ეროზია, ტყეების ფართობების შემცირება და სხვა.
მართალია, ატმოსფერული ჰაერი გამოულევადი ბუნებრივი რესურსია, მაგრამ მუდმივი გაჭუჭყიანება მის შემადგენლობაში ცოცხალი ბუნებისთვის საზიანო ცვლილებებს იწვევს.
გასული საუკუნის 70-80-იან წლებში სამხრეთ კავკასიაში ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანების მთავარ წყაროებს მრეწველობა და ტრანსპორტი წარმოადგენდა. ჰაერის დაჭუჭყიანების ხარისხი განსაკუთრებით მაღალი იყო დიდ ქალაქებსა და სამრეწველო ცენტრებში, თუმცა XX საუკუნის მიწურულს მკვეთრად შემცირდა.
დიდ ქალაქებში განსაკუთრებით კი სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დედაქალაქებში ჰაერს სმოგი აბინძურებს.
სმოგი კვამლის, ნისლისა და მტვრის ნარევია, რომელიც ფაბრიკა-ქარხნებისა და ტრანსპორტის გამონაბოლქვისგან წარმოიქმნება. თბილისში, ბაქოსა და ერევანში ხშირია სმოგი, რის გამოც ჰაერი ძალიან ჭუჭყიანია. ამის მთავარი მიზეზი კი ავტომობილებითა და სხვა ტრანსპორტით გადატვირთული ქუჩებია.
მესმის ეს ცივილიზაციის განვითარებას თან ახლავს,მაგრამ ერთი წუთითაც თუ დავფიქრდებით თუ რამხელა ზიანს აყენებს ფაბრიკა-ქარხნებისა და ავტომობილების გამონაბოლქვი ბუნებას მივხვდებით,რომ ეკოლოგია განადგურების წინაშეა.
ქუჩაში გასვლისას ყველა კარგად ვხედავთ როგორ არის ,,მორთული’’პოლიეთინელის პარკებით ხეები,პარკებსა და სკვერებში მიმოფანტულია პლასტმასის ბოთლები,რომლებიც წლებს ანდომებენ ნიადაგში გახრწნას.
ასევე დანაგვიანებულია მდინარეები და აქაც აქტუალური ისევ პოლიეთინელი და ქალაქიდან გატანილი ნაგავია.ეს კი მოგეხსენებათ რა ზიანის მომტნია წყლის ბინადართათვის.ბოლო წლებში ასევე აქტუალური თემაა გლობალური დათბობა რაც ბუნებაში მომხდარმა ეკოლოგიურმა პრობლემემა გამოიწია.
სპეციალისტების გაანგარიშებით ქ. თბილისიდან ატმოსფეროში ყოველწლიურად დაახლოებით 276500 ტონა მავნე ნივთიერება ხვდება, რომლის 83,3 % ავტოტრანსპორტზე მოდის. ქ. ქუთაისში ატმოსფეროში მოხვედრილი გამონაბოლქვი ნივთიერებების მასა 76200 ტონას შეადგენს, ქ. რუსთავიდან კი ატმოსფეროში საშუელოდ 168700 ტონა მავნე ნივთიერება ხვდება. ერთ მცხოვრებზე გაანგარიშებით, საქართველოში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ასევე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ერთ-ერთი მწვავე ეკოლოგიური პრობლემაა მინერალური რესურსების არარაციონალური გამოყენება და მწყობრიდან გამოსული მიწების რეკულტივაცია. წიაღისეულის მოპოვების ადგილებში სამრეწველო ნარჩენები – ფუჭი ქანები გროვდება და დროთა განმავლობაში საკმაოდ დიდ ტერიტორიებს იკავებს.
ასევე სერიოზულ პრობლემას ქმნის ნაგავსაყრელები – ხმელეთის დანაგვიანების ერთ-ერთი წყარო. ქ. ბაქოში ყოველწლიურად დაახლოებით 250-300 ათასი ტონა ნაგავი გროვდება, რომლის უტილიზაციის მიზნით აზერბაიჯანის დედაქალაქში მსხვილი ნაგავსაწვავი ქარხნის მშენებლობაა დაგეგმილი.
ეკოლოგიური კრიზისი დააჩქარა ე.წ „ლოკალურმა” ომებმა: ვიეტნამში, კამბოჯაში, ავღანეთში, აფრიკაში და სხვა, მაგრამ არამარტო უშუალოდ საომარი მოქმედებები ანადგურებენ ბუნებას. ათასობით სამხედრო გემი ატარებს წვრთნას მსოფლიო ოკეანეებში, მიაჩნიათ რა იგი ერთგვარ „აბსოლუტურ გარემოდ”, სადაც შესაძლებელია როგორც უნდათ ისე განახორციელონ ექსპერიმენტები. წყალში იღვრება მილიონობით ტონა ნავთობ პროდუქტები.
ასევე ატმოსფეროს გარსს არღვევენ რაკეტები. ჩვენ ბევრი რამ ჯერ კიდევ არ ვიცით მათ შესახებ, აგრეთვე შეიარაღების ზრდა თავდაცვის მრეწველობაში. ლითონების, ქიმიური პროდუქტების, ენერგიის, წყლის ჩართვის მასშტაბების ზრდა და ა.შ. სულ უფრო ნაკლები რესურსები რჩება საკუთრივ თვითონ ადამიანის საჭიროებისათვის. ცივილიზაციისათვის ტრაგედიაა ის გარემო რომ ქვეყნების მთავრობებს არ შეუძლიათ გააცნობიერონ თანამედროვე იარაღის წარმოების გაფართოების და მათზე უზარმაზარი სახსრების წარმართვის რაციონალური ზომის აუცილებლობა. მაშინ, როდესაც ეს სახსრები შეიძლება მოხმარდეს მშვიდობიანი განვითარების ამოცანების გადაწყვეტას, ახალი ტექნიკური ცივილიზაციების შექმნას ეკოლოგიურად უსაფრთხო წარმოების საფუძველზე.
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment