პრობლემების გადაჭრის გზები
ჯერ-ჯერობით ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების „ეკოლოგიური ბიუჯეტები” მწირია, არაადექვატურია გადასაწყვეტი ამოცანების მასშტაბების მიმართ, თუმცა, შეიმჩნევა ამ ფინანსური რესურსების ზრდა.
გარემოს ხარისხის გაუარესების წინააღმდეგ ბრძოლის ძირითადი მიმართულებაა ეკოლოგიური უსაფრთხოების კრიტერიუმების დამუშავება და ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიების დანერგვა. აქ ისე, როგორც არსად აუცილებელია ყველაზე მჭიდრო საერთაშორისო თანამშმრომლობა. ამ თანამშრომლობის სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ იგი მოითხოვს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის პრაქტიკულად ყველა არსებული ფორმების გამოყენებას. ესენია: სამრეწველო-საწარმოო და სამეცნიერო ტექნიკური თანამშრომლობა. თანამშრომლობა ნედლეულის, სათბობისა და ენერგეტიკული რესურსების მოპოვების, განაწილებისა და მოხმარების სფეროში, სავალუტო-საფინანსო თანამშრომლობა და სხვა.
ეკოლოგიური თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს უნივერსალურ პრინციპებს. მან უნდა ასახოს თვით პრობლემის რეალობა. ავიღოთ მსოფლიო ოკეანის პრობლემა, აქ არ არის პრაქტიკული საზღვრები. ოკეანე არ ემორჩილება მსოფლმხედველობრივ წინამძღვრებას, ქარები, მდინარეები, ყოველივე ეს წარმოადგენენ ერთიანი ბუნების ნაწილს და მოქმედებენ თავიანთი კანონებით. ცხადია, რომ კაცობრიობამ უნდა გააერთიანოს თავისი ძალისხმევა იმისათვის, რათა ჯერ ერთი, შეანელოს ამ ბუნების რღვევა და მეორე, უნდა აღადგინოს ის, რისი აღდგენაც არის შესაძლებელი ადამიანის ნორმალური ცხოვრებისათვის. ამიტომ, აუცილებელია ყველა ქვეყნის ინტერესთა შერწყმა, იმ საერთაშორისო და ეროვნული ორგანიზაციების ძალისხმევის გაერთიანება, რომლებიც იკვლევენ და თვალყურს ადევნებენ მსოფლიო ოკეანეს, მართავენ სამხედრო-სტრატეგიულ პოლიტიკას, საერთო გლობალური ეკოლოგიური ამოცანების გადასაწყვეტად.
მხედველობაშია მისაღები, რომ ევროპა წარმოადგენს ეკოლოგიური თვალსაზრისით შედარებით კრიზისულ კონტინენტს, რომელსაც აშშ-სა და ირლანდიასთან ერთად ყველაზე დიდი “წვლილი” შეაქვს გარემოს დაბინძურების საქმეში. ამიტომ, წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობა ამ კონტინენტზე შეიძლება გადაიქცეს მნიშვნელოვან გარღვევად ამ გლობალური პრობლემის გადაწყვეტის გზაზე.
საერთაშორისო ძალისხმევა სასურველ ეფექტს მოიტანს იმ შემთხვევაში, თუ იგი დაეფუძნება თითოეული ქვეყნის ინტერესებებს. ყოველი ახალი ტექნიკური გამოგონება, ახალი ტექნოლოგიები, ნაკეთობები, საქმიანობა დედამიწაზე, დაკავშირებული წყლის ბასეინებთან, მდინარეებთან და ა.შ. - ყველა ეს თავმოყრილი უნდა იყოს ერთიან მოთხოვნათა სისტემაში. ამ სისტემის ცენტრალურ რგოლად უნდა მივიჩნიოთ ეკოლოგიური უსაფრთხოება. მხოლოდ ასეთი მიდგომითაა შესაძლებელი მიღწეული იქნას ეფექტიანობა საერთაშორისო ეკოლოგიური თანამშრომლობის სფეროში, აუცილებელ საფინანსო ბაზაზე დაყრდნობა და ეკოლოგიური აზროვნება.
ამ ყველაფრის განხორციელება რა თქმა უნდა სასურველ შედეგამდე მიგვიყვანს,მაგრამ ეს ხომ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული,ამიტომაც ვფიქრობ,რომ მანამდე აუცილებელია საზოგადოებამ გაითავისოს ეს პრობლემა და თვითონ შეეცადოს ამის აღმოფხვრას.ამაში ვგულისხმობ იმას,რომ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავუფრთხილდეთ ბუნებას,როგორც საკუთარ სახლს.ეკოლოგია ხომ ბერძნული სიტყვაა და საცხოვრებელ სახლს ნიშნავს.
Subscribe to:
Posts (Atom)
ბსბდჰსკკსნდ
ReplyDelete