Wednesday, January 23, 2013

ბუნება და ადამიანი

ღმერთის ორი შედევრი. ორი მარადიული საოცრება-მშვენიერი და ამოუხსნელი. ისინი ერთმანეთით ხარობენ, ერთმანეთს ავსებენ, ერთმანეთს ტანჯავენ და ეს ტანჯვაც ისეთივე ლამაზი და ძნელად შესაცნობელია,როგორც ის დიადი,უნაპირო და უძირო საიდუმლო,რომელიც მათშია განფენილი.
ბუნება უფლის სიბრძნითაა დახუნძლული და გასხივოსნებული. ამ სიბრძნის შეცნობა და გათავისება ადამიანის ამქვეყნად არსებობის მიზანი და გამართლებაა. რაც უფრო ღრმად შეხვალ ამ სიბრძნის ლამაზად დაბინდულ სიღრმეებში , მით უფრო გრძნობ უფლის სიდიადეს თუ სამყაროს მშვენიერებას. ბუნებისა და ადამიანის კავშირი- ესაა ურთიერთობა სიყვარულისა და სიცოცხლისა. სიცოცხლე და სიყვარული - სასწაულთა სასწაულია, უერთმანეთოდ მათ ვერ წარმოიდგენ, როგორც ცასა და დედამიწას.